ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი და რით აქვს მას ნაშოვნი ფული

“ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი და რით აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ბიზნესს საქართველოში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილმა მილიონები ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე იშოვა.

“მას ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე. მილიონები იშოვა ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე. დღეს ის ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას აქვს უზრუნველყოფილი ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა. ასეთ კაცზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი ფული. ეს არის რეკეტით ნაშოვნი ფული, ძარცვით ნაშოვნი ფული და როდესაც მას უწევს 5 მილიონი ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის ის მინიმალური სასჯელი, რაც მას შეიძლება დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ამ ადამიანს აქვს ჩადენილი თავის დროზე. ტელევიზიის ფლობა ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შექმნის თავის ტელევიზიას. ეს კაცი დღეს მოქმედებს სისხლიანი, ნაძარცვი ფულით და ამას სჭირდება სათანადო პასუხი პირველ რიგში ქართული საზოგადოებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები