ირაკლი კობახიძე: შეიძლება, გუნდის ფარგლებში გარკვეული გადადგილებები იყოს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის მიერ მანდატების დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდში შესაძლოა, გარკვეული გადაადგილებები იყოს.
„ირაკლი კოვზანაძის პარლამენტიდან გასვლა დაინიცირებულ კანონპროექტს არანაირი ფორმით არ უკავშირდება. თავისი მიზეზი ჰქონდა და თავად განმარტავს. მას კერძო სექტორში დაბრუნება სურს და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.
სხვა გადაადგილებებს რაც შეეხება, შეიძლება, გუნდის ფარგლებში გარკვეული გადაადგილებები იყოს. თუ იქნება, ინფორმაციას ჩვენგან მიიღებთ. რაიმე გადაადგილება თუ იქნება, ეს მხოლოდ გუნდის ფარგლებში იქნება, დღეს ვერაფერს გეტყვით. საუბარი როცა არის გუნდის ფარგლებში გადაადგილებაზე, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ორმხრივი კონსულტაციების შედეგად შეიძლება, იყოს მიღებული“, – თქვა კობახიძემ.