ბაიდენმა Covid-19-ის წარმოშობის შესახებ სადაზვერვო მონაცემების გამოქვეყნებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოითხოვს სადაზვერვო მასალების გამოქვეყნებას Covid-19-ის გავრცელებასა და უჰანის ბიოლოგიურ ლაბორატორიას შორის პოტენციური კავშირის შესახებ.

ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ჩვენ უნდა გავერკვიოთ Covid-19-ის წარმოშობაში, მათ შორის, მის შესაძლო კავშირებში უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან. ამ კანონის რეალიზებისას ჩემი ადმინისტრაცია რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას მოხსნის გრიფს. მე ვიზიარებ კონგრესის მიზანს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს Covid-ის წარმოშობის შესახებ”.

მედია წერს, რომ კანონპროექტი ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან არსებული დაძაბულობის გამო პოლიტიკურ რისკებს ზრდის, რადგან პეკინი კატეგორიულად უარყოფს, რომ ვირუსმა შესაძლოა, უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები