იაპონიის პრემიერმინისტრი კიევს ეწვევა

იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა დღეს კიევს ეწვევა.​

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიშიდა უკრაინაში ინდოეთიდან ჩავა.

უწყების ინფორმაციით, იაპონელმა პოლიტიკოსმა მიწვევა უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო.

“პრემიერი კიშიდა პრეზიდენტ ზელენსკის პატივისცემას უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის მიმართ პატივისცემას გამოუცხადებს, რომელიც საკუთარი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დგას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კიევიდან იაპონიის პრემიერმინისტრი პოლონეთში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები