ევროკავშირის ხელმძღვანელობით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორები თურქეთს 7 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას დაჰპირდნენ
ევროკავშირის ხელმძღვანელობით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორები თურქეთს გასულ თვეში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ.
აღნიშნული თანხიდან ევროკომისია მილიარდ ევროს თურქეთს, ხოლო 108 მილიონ ევროს სირიას გამოუყოფს.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია თურქეთსა და სირიაში დაზარალებულთა დახმარებას გააორმაგებს და მას 240 მილიონ ევრომდე გაზრდის.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბრიუსელის კონფერენციაზე ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყნისთვის მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ღირებულება 104 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, თურქეთი პირველ წელს 319 000 სახლს ააშენებს.