საფრანგეთის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.
სამი პარტიის მიერ ინიცირებულ კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა მისცა ხმა. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 287 კანონმდებლის ხმა სჭირდებოდა.
საფრანგეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ორი შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის სადავო ცვლილებები პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.