უკრაინამ კიევის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი ჩამოაგდო
უკრაინამ კიევის ჩრდილოეთ საჰაერო სივრცეში რუსული დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საჰაერო განგაშის დროს, კიევის ჩრდილოეთ ნაწილის საჰაერო სივრცეში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი იქნა აღმოჩენილი. სამიზნე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს საჰაერო თავდაცვას!“, – ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.