“მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეები მხარს დაგიჭერენ” – სი ძინპინი პუტინს
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის მოქალაქეები მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მას დაუჭერენ მხარს.
ამის შესახებ მან კრემლში პუტინთან შეხვედრისას თქვა.
“ვიცი, რომ მომავალ წელს თქვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ბატონი პრეზიდენტის მტკიცე ხელმძღვანელობით, რუსეთის განვითარებამ და კეთილდღეობამ სწრაფი პროგრესი განიცადა. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი აუცილებლად გააგრძელებს ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას”, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, კრემლს ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება, მიიღებს თუ არა პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.