“თუ გარიგება აღარ გაგრძელდა, რუსეთი აფრიკის ქვეყნებს მარცვლეულს უფასოდ მიაწვდის” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ მარცვლეულის შეთანხმება არ გაგრძელდება, რუსეთი მზად არის, აფრიკას დაგეგმილი მოცულობა უფასოდ მიაწოდოს.

ამის შესახებ მან საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია “რუსეთი – აფრიკა მრავალპოლარულ სამყაროში” პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თუ ჩვენ გადავწყვეტთ, არ გავაგრძელოთ ეს გარიგება 60 დღის შემდეგ, მზად ვართ, უფასოდ მივაწოდოთ აფრიკის ქვეყნებს დაგეგმილი მოცულობა”, – თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ “მარცვლეულის შეთანხმებას” 60 და არა 120 დღით ახანგრძლივებენ.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სოფლის მეურნეობის შიდა ექსპორტის ნორმალიზაციის შესახებ”​ რუსეთ-გაეროს მემორანდუმის განხორციელებაში პროგრესის არარსებობის გამო, მოსკოვმა გადაწყვიტა შეთანხმების ვადის 60 დღემდე, ანუ 18 მაისამდე შემცირება”.

უწყებაში დასძინეს, რომ “მარცვლეულის დერეფნის” შემდგომი ფუნქციონირებისთვის “რუსეთი-გაეროს მემორანდუმის განხორციელების კონტექსტში” მოთხვონები აქვთ.

კერძოდ, “როსელხოზბანკის” SWIFT-თან დაკავშირება; სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის მიწოდების განახლება და მისი მომსახურების აღდგენა; დაზღვევისა და პორტებზე დაშვების შეზღუდვების მოხსნა; “ტოლიატი-ოდესას” ამიაკის მილსადენის ექსპლუატაციის განახლება; სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების წარმოებასა და ტრანსპორტირების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის სანქციების მოხსნა.

„ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე, რომლებიც მემორანდუმის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, ჩვენი მონაწილეობა შავი ზღვის ინიციატივაში შეჩერდება“, – განაცხადა მოსკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები