გიული ალასანიას მტკიცებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა, ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა, ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს.

გიული ალასანია აცხადებს, რომ არ იცის, თუ როდის მიმართავენ ევროპულ სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარს არც სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ.

ვიდრე ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები დაცვის სტრატეგიაზე არ საუბრობენ, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები