მიხეილ სარჯველაძე: მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ალბათ უმჯობესია, რომ დაველოდოთ მთავრობის მხრიდან განცხადების გაკეთებას
„მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ალბათ უმჯობესია, რომ დაველოდოთ მთავრობის მხრიდან განცხადების გაკეთებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი პრემიერის კომპეტენციაა.
“მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ალბათ უმჯობესია, რომ დაველოდოთ მთავრობის მხრიდან განცხადების გაკეთებას. მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრის კომპეტენცია გახლავთ, მისი პრეროგატივაა. გვარები, რომელიც სახელდება ამ მიმართულებით, როგორც მოქმედი მინისტრის, ასევე კანდიდატურა, რომელიც იხილება, ასე ვთქვათ, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად პატივსაცემი პიროვნებაა და შესაბამისად, ორივეს კომპეტენციაა კეთილსინდისიერება. მათი თავსებადობა ამ თანამდებობასთან ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შესაფასებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.