გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანნალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს საქართველოსა და მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაცია სურს.
ამის შესახებ მინისტრმა Pais-სთან ინტერვიუში თქვა.
„ეს არის რუსეთის სტრატეგიის ნაწილი, რომ მოახდინონ იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიჰყვებიან“, – თქვა ბურბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „რუსეთის მხრიდან საქართველოსა და მოლდოვაზე გავლენის მოხდენის მცდელობები ძლიერდება”.
„ჩვენ ვიზიარებთ მათ ევროპულ ღირებულებებს და მხარს ვუჭერთ მათ სურვილს, გადაწყვიტონ, იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლებაში, ევროპაში წევრობის პერსპექტივით“, – დასძინა მან.