არჩილ თალაკვაძე: როდესაც საქართველოსთვის საჭირო სტრატეგიული პროექტი იბლოკება და ამის უკან დგანან ადამიანები თუ ორგანიზაციები, მე მაქვს ლოგიკური უფლება – ვიცოდე, ვინ აფინანსებს ამ ხალხს

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საჯაროობას ემსახურებოდა და სწორედ გამჭვირვალობა აღიქვეს საფრთხედ იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც რეალურად თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„ეს საკითხი აბსოლუტურად არასწორად იყო მიწოდებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებისთვის და ეს იყო აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მონათლული ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ ინიციატივად. როდესაც ჩემს ქვეყანაში საქართველოსთვის საჭირო რომელიღაც სტრატეგიული პროექტი იბლოკება და ამის უკან დგანან ადამიანები თუ ორგანიზაციები, მე მაქვს ლოგიკური უფლება ვიცოდე, ვინ აფინანსებს ამ ხალხს, რათა გავერკვე, სინამდვილეში რა ინტერესების შეჯახება მოხდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები