გიორგი ვოლსკი: უკრაინის ინტერესია საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში
“როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის მიმართ გამოძიების დაწყებაზე შესაძლო სავარაუდო გადაწყვეტილების მისაღებად, ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი პრეზიდენტის ჩათვლით თუკი სამხედრო სახის დანაშაულებები იქნებოდა ჩადენილი. ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დანიშნულება და სტატუსი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ინტერესია არა მადლიერება გამოხატოს პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი თანადგომისთვის, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.
“იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა და სხვა 37 ქვეყანასთან საქართველო ამზადებდა ამ სარჩელს ჰააგაში შესატანად, ამ პერიოდში უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს და დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არა თუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია.
უკრაინის ინტერესია არა მადლიერება გამოხატოს იმ პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი თანადგომისთვის, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში და ამას ღიად ადასტურებენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.