გიორგი ვოლსკი: რეკომენდაციების შესრულების არცერთ ეტაპზე „ნაცმოძრაობა“ ჩართული არ ყოფილა

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების არცერთ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული არ ყოფილა.

„სამუშაოს არცერთ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული არ ყოფილა. გაითამაშეს რაღაც, თითქოს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, თითქოს რაღაც საექსპერტო ჯგუფი შეკრეს და გარკვეულ წინადადებებს ამზადებენ. არცერთი წინადადება არ გაგვიგია და სრული საბოტაჟის გარდა არაფერი გვიხილავს არც მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებით მათ შორის. ერთ-ერთი მთავარი თემაა ახალი საარჩევნო კოდექსი. ისიც ისე მივიღეთ, რომ ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები