გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია 

“დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია დამატებით კიდევ ერთი კომპონენტი – ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც ის მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია.

„ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად და პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, არამედ ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია და მათ შორისაა, ექიმების ჩამოყვანა. არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს. რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ – ამის შესახებ საუბრობს იუსტიციის მინისტრი, კლინიკა, მთავრობა, პოლიტიკოსები, ეს არყევს იმ სტრატეგიას, რომელიც ხაბეიშვილებს გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია დამატებით კიდევ ერთი კომპონენტი. ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც იგი მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები