ბექა ლილუაშვილი: ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკური რესურსი არ აქვს
“საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შს ყოფილი მინისტრი – ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა.
მისივე თქმით, მერაბიშვილს პოლიტიკური რესურსი არ აქვს.
“ყოველ ჯერზე, როდესაც “ქართული ოცნება” მაქსიმალურად დაზიანებულია საზოგადოებაში, განიცდის სერიოზულ ელექტორალურ შემცირებას, დეგრადაციას თუ იმიჯის მძიმე დაზიანებას, მერაბიშვილი ყოველთვის გამოდის, თითქოს მაშველი რგოლი და რაღაცას ისეთს ამბობს, რაც საზოგადოებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ეგრე არ არის, რომ ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა და კაცია. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკური რესურსი არ აქვს”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.