პუტინი და გაგლოევი ერთმანეთს დღეს შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს უმასპინძლებს.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა.

მისი თქმით, “სამედიცინო მიზეზით გადადებული შეხვედრა დღეს გაიმართება”.

გაგლოევი ე.წ. პრეზიდენტის რანგში პუტინს თებერვლის ბოლოს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მოსკოვში ჩასულ პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. 1-ელ მარტს მისმა პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ გაგლოევი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები