“სამხრეთ ოსეთის განვითარება რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ აუცილებელია ინტეგრაციის ახალ დონეზე გადასვლა” – პეტრე გასიევი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პირველმა ვიცესპიკერმა, პეტრე გასიევმა განაცხადა, რომ რუსეთი “სამხრეთ ოსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული რესპუბლიკის განვითარება”.

მისი თქმით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დონე საკმაოდ მაღალია, მაგრამ აუცილებელია ინტეგრაციის ახალ დონეზე გადასვლა.

„როდესაც ამ ურთიერთობების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული და რეალიზებული, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რომლებიც უკეთეს გავლენას მოახდენს მთელ რესპუბლიკაზე. ჩვენ გავაფორმეთ სხვადასხვა შეთანხმება თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ჩარჩო შეთანხმება. მაგრამ არის ამ დოკუმენტების პუნქტები, რომლებიც ჯერ არ არის სრულად განხორციელებული”, – თქვა მან.

გასიევმა დასძინა, რომ „ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არის სამუშაო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები