ანა ნაცვლიშვილი: ვანო მერაბიშვილის დაძახილზე არ მგონია, საკუთარი თანაგუნდელებიც კი სრული შემადგენლობით მივიდნენ

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც კი სრულად შეიკრიბონ, ამიტომ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მერაბიშვილს ურჩევს, მასშტაბური საპროტესტო აქციებით მანიპულაციებს თავი დაანებოს.

„საზოგადოებასთან კომუნიკაციას და რაიმე მოლოდინების გაჩენას თავი დაანებოს. ვანო მერაბიშვილის დაძახილზე არ მგონია, საკუთარი თანაგუნდელებიც კი სრული შემადგენლობით მივიდნენ“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ, დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები