რატი იონათამიშვილი – ევროკავშირის დროშის დაწვაზე: ეს არის ძალიან მძიმე და ბნელი პროვოკაცია
ეს არის ძალიან მძიმე და ბნელი პროვოკაცია, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას.
„ეს არის ძალიან მძიმე და ბნელი პროვოკაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს ევროპას ამოფარებული რადიკალები წვავენ წიგნებს და მეორე მხარეს ანტიევროპულ განწყობას ამოფარებულ რადიკალები წვავენ დროშებს. ორივე თანაბრად და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე გექნება პროპორციული და სამართლებრივი, მკაცრი რეაქცია და ნებისმიერი, ვინც ჩაიდენს ასეთ უღირს საქციელს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – თქვა იონათამიშვილმა.