შალვა პაპუაშვილი – ოპონენტ დეპუტატებზე: თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული

“ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა სიმბოლიზმისკენ მოგვიწოდებენ, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ ეფიქრათ ევროპაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დროშა თავის ადგილას დაბრუნდება.

„თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. ევროკავშირის დროშა თავის ადგილზე დაბრუნდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები