მაია ბითაძე: ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია, ყველანაირი რადიკალიზაცია არის დასაგმობი და ჩვენ ამას ვგმობთ

რაც ჩვენ ვიხილეთ, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა, ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ ძალადობასა და რადიკალიზმს გმობს.

“ნებისმიერი ძალადობა იწვევს ძალადობას, ყველანაირი რადიკალიზაცია არის დასაგმობი და ჩვენ ამას ვგმობთ. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება დროშის და ჰერალდიკის ნიმუშის დაზიანება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ დამშვიდდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია იმ დემოკრატიული და ევროპული კურსისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული და ბუნებრივია არ შეესაბამება საზოგადოებრივ მშვიდობასა და წესრიგს,” – აცხადებს მაია ბითაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები