ანა ფოტიგა: პირადად ვიცნობ სააკაშვილს, უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი საქმის ადვოკატირება

მე პირადად ვიცნობ იმ ადამიანებს, ვისზეც დღეს ვსაუბრობთ, როგორც ვლადიმირ ყარა-მურზას, ასევე, მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი საქმეების ადვოკატირება, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

ევროპარლამენტარი სტრასბურგში Renew Europe -ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდა, რომელზეც ყარა-მურზას, გორინოვისა და სააკაშვილის შესახებ ისაუბრეს.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი საქმეების ადვოკატირება. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპარლამენტში, როდესაც ვახსენებთ პერსონალურად, სახელებით და ამ დოკუმენტებს ევროპარლამენტში დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები