თეონა აქუბარდია – პაპუაშვილს: მოვითხოვ, მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და საკუთარი ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა

მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან, მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტთან პრორუსული “ალტ-ინფოს” აქციის ორგანიზატორების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას გამოეხმაურა.

“კახა კუჭავას ინიციატივით, 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კანონში ცვლილების ინიციატორები ოპოზიციიდან დეპუტატებიც ვიყავით, რითაც სახელმწიფო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშის შებღალვა ადმინისტრაციული წესით ჯარიმას ითვალისწინებს. მოვუწოდებ შსს-ს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ისევე როგორც მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!”, – წერს აქუბარდია.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ “ალტ-ინფოს” აქცია მიმდინარეობს, სადაც ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა გააჟღერეს, ესენია: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი”, ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა”. ამასთან ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
აღნიშნული ქმედება კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები