“ალტ-ინფოს” აქციაზე პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე, პრორუსული დაჯგუფების – „ალტ – ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

აქციაზე 3 მოთხოვნა გაჟღერდა, ესენია: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი”, ასევე, 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც, მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა”.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

სპეციალური მუხლი 2021 წლის მოვლენების შემდეგ ჩაიდო, როცა „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები