“აშშ ცდილობს, საქართველოსა და მოლდოვაში ერთგვარი გეოპოლიტიკური შეჯიბრი მოაწყოს” – ალექსანდრე გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, რუსეთი საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარებით, რადგან ეს არის ამერიკისგან შორს მდებარე ქვეყნები, თუმცა, ის ცდილობს, მათ უკარნახოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ. ესენი არიან ჩვენი უშუალო მეზობლები და ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ სატელიტებთან ერთად, მუშაობს იმაზე, რომ ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერები შექმნას”, – თქვა მან.

გრუშკოს თქმით, „აშშ ცდილობს ამ ზონებში ერთგვარი გეოპოლიტიკური შეჯიბრი მოაწყოს, რომლებიც არიან საკვანძო, თუნდაც გეოგრაფიული მიზეზების გამო, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები