გურამ მაჭარაშვილი: დღეს აღმოჩნდა, რომ თავად ევროპარლამენტში დაიწყო ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მკაცრი კანონის აქტიური განხილვა

„მაშინ, როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებდა, რომ არ უნდა მიგვეღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რადგან ეს იქნებოდა დამაბრკოლებელი გარემოება ევროინტეგრაციის გზაზე, დღეს აღმოჩნდა, რომ თავად ევროპარლამენტში დაიწყო ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მკაცრი კანონის აქტიური განხილვა – FARA-ს ერთი ერთში თარგმნილ კანონპროექტზე საუბარი”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის და იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“ევროპარლამენტში იგივე კანონპროექტის განხილვა ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კანონის მიღება, ახლა, შეიძლება, ამ კანონის მიუღებლობა აღმოჩნდეს მათი მხრიდან დამაბრკოლებელი გარემოება. ზუსტად აქედან ჩანს, რომ  საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭება არის და იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ამ დესტრუქციული პროცესების მიზანი არა კანონის მიუღებლობა, არამედ ის რევოლუციური გზავნილი იყო, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ დააანონსა“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები