თეა წულუკიანი: სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულებისთვის – სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად მიიჩნევს, ალბათ, არ იცის, ვისთან აქვს საქმე ან იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა

“მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ მიიჩნევს სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დაბრალდეს, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ან იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა

“მორიგჯერ ისე შევაფასებ, როგორც აქამდე ვაფასებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები