ე.წ.სამხრეთ ოსეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიმართ “საქართველოს დამოკიდებულება” დასავლეთს არ აწყობს და ცდილობს, ვითარება შიგნიდან შეარყიოს

“რუსეთის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება დასავლეთს არ აწყობს”, – მიიჩნევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარტია „ნიკასის“ თავმჯდომარე, ზიტა ბესაევა.

„ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ის არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის გახსნის იდეას“, – განაცხადა ბესაევამ.

მისი თქმით, “საქართველოში ვითარება შიგნიდან ირყევა, რომ მოხდეს სამოქალაქო ომი, განხორციელდეს სახელმწიფო გადატრიალება”.

აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის რყევამ გამოიწვიოს მეორე ფრონტის გახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთი იყენებს ამ მეთოდებს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომლებშიც ფერადი რევოლუციები მოხდა. კერძოდ, შეიძლება, მოვიყვანოთ უკრაინის მაგალითი – ეს არის „მაიდანი“, რომლის შედეგადაც განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდნენ რუსეთის მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანები. მინდა აღვნიშნო, რომ დასავლეთის ეს პოლიტიკა დესტრუქციულია“, – განაცხადა ბესაევამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესების დესტრუქციული ხასიათი, რომელიც, პირველ ყოვლისა, თავად “საქართველოს დააზარალებს”.

„ცხადია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პროდასავლურია, მაგრამ ხელისუფლება ფრთხილია რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას და აცნობიერებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მათ ქვეყანას“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ დასავლეთისთვის “საქართველო ვაჭრობის საშუალება იქნება”.

„ჩვენ ვართ ერი, რომელსაც კარგად ესმის, რა შეუძლია საქართველოს და ჩვენმა ხელმძღვანელობამ მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები. საფრთხე ყოველთვის არსებობს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – დაასკვნა ზიტა ბესაევამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები