“თუ აფხაზეთის საზღვარს გადაკვეთთ, 1992-93 სისხლიანი წლები მონაგონი იქნება” – ახრა ავიძბა ქართველებს მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი ე.წ. თანაშემწე საერთაშორისო კავშირების საკითხებში, ასევე, უკრაინაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების “ინტერნაციონალური რაზმის“ დამფუძნებელი, ახრა ავიძბა, მეტსახელად “პიატნაშკა” ქართველებს ემუქრება.

მისი მტკიცებით, თბილისში ბოლო დროს გამართულ აქციებზე შეკრებილი მოსახლეობა “სოხუმს” და “ცხინვალს” სკანდირებდა.

ავიძბას თქმით, თუ ქართველები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას შეეცდებიან და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ტანკებით შეეცდებიან, მათ აფხაზი მებრძოლები დახვდებიან და ადგილზევე გაანადგურებენ.

“ჩვენი ბიჭები ემზადებოდნენ და აგრძელებენ მომზადებას. თუ ჩვენი საზღვრის გადაკვეთას შეეცდებიან სამშობლოში მხოლოდ სიკვდილს მიიტანენ, ჩვენ მათ დავხდებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უფრო დიდია, ვიდრე აფხაზეთი, თუნდაც მოსახლეობით, თუ ეკონომიკით, ის ჩინეთი არ არის და როდესაც თბილისისკენ კუბოები წავა, სხვა დამოკიდებულებას მიიღებენ. თუ მზად არიან 5 ათასი ადამიანის დასაკარგად, მაშინ კეთილი იყოს მათი მობრძანება, აფხაზეთი გელოდებათ.

მიმართონ საღ გონებას. აქციებზე დღეს ყვირიან “სოხუმი”, მაგრამ იცოდნენ, რომ არის “სოხუმ”, არავითარი “სოხუმი” არ იქნება. თან ამას ის ახალგაზრდები ყვირიან, რომლებიც სოხუმში ნამყოფიც არ არიან. მაგრამ მზად არიან თუ არა მათი უფროსები, ეს მყვირალა ადამიანები დაკარგონ?! ეს ომია.

არ გეგონოთ, რომ როგორც თავის დროზე იყო ვარდებით მოსვლა, ასე მოხდება საზღვრის გადაკვეთისას. რა ვარდები, რაზე საუბრობთ, რაზე ფიქრობთ?! წინ ქალების გაშვებაზე?! ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გადაკვეთს ჩვენს სახელმწიფო საზღვარს – კაბას ამოფარებულები, თუ ტანკებით, ჩვენთვის მტრები ხართ, ადგილზე გაგანადგურებთ. ჩვენი მოსახლეობა ამისთვის მზად არის.

თითოეულმა ქართველმა იცოდეს, რომ შეუძლია როგორც მეზობელი სტუმრად მოვიდეს, მაგრამ მტრად ჩვენთან მოსვლას არც კი გირჩევთ. დამიჯერეთ, 1992-93 სისხლიანი წლები მონაგონი იქნება თქვენთვის. საკმარისი იარაღი გვაქვს, ჩვენი საწყობები ნატოს და საქართველოს წყალობით 2008 წელსაც გაივსო”, – ამბობს “პიატნაშკა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები