“საქართველო – სამხრეთ ოსეთის “საზღვარზე” ესკალაციის ტენდენცია არ შეინიშნება” – ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ”
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, “საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილურია, ესკალაციის ტენდენციები არ შეინიშნება”.
აღნიშნულია, რომ, უსაფრთხოების საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და ლოკალიზაციის მიზნით, “კგბ” “საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების განვითარებას აკვირდება”.
მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები მსახურების გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს.