გივი მიქანაძე: ბოკერიას მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ დემაგოგიაა

ბოკერიას მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები ელემენტარული დემაგოგიაა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე გიგა ბოკერიას მოწოდებას.

მისი შეფასებით, ბოკერიას მოწოდებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი რეალური მიზანი არა კონკრეტული კანონის გაპროტესტება, არამედ ხელისუფლების დამხობაა.

„ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს ბოკერიას, მის საქმიანობას, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი მხრიდან სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მთავრობა გადადგეს და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ეს ელემენტარული დემაგოგიაა“, – თქვა მიქანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ „მნიშვნელოვანია, ფოკუსი მთლიანად იყოს მხოლოდ რეჟიმის შეცვლაზე – მხოლოდ ეს არის გამოსავალი ჩვენი ვითარებიდან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები