ფოთში დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ხიდებზე გარე განათება სრულად განახლდა

ფოთში, დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ხიდებზე გარე განათება სრულად განახლდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები და თანამედროვე, ენერგოეფექტური სანათები.
დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ფოთის მერის თქმით, ურბანული სივრცეების გაუმჯობესება თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

,,ჩვენს ქალაქში ვაგრძელებთ ურბანული სივრცეების გაუმჯობესებას, რაც მიზნად ისახავს თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული, მოწესრიგებული და თანამედროვე გარემოს შექმნას“,- აღნიშნა ფოთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები