“სამართალდამცავი ორგანოები ყოველდღიურ რეჟიმში იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ადამიანების უფლებებს, უსაფრთხოებას” – არჩილ გორდულაძე

“სამართალდამცავი ორგანოები ყოველდღიურ რეჟიმში იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ადამიანების უფლებებს, უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

ამასთან, ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობასა და სახელმწიფო მინისტრის ახალ პოზიციაზე ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრობს.

„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები კამპანიურ რეჟიმში ერთსა და იმავე მარტივ კითხვას სვამენ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მხარი აუბეს გახარიელმა „ნაცებმაც“. დააწინაურეს თუ დააქვეითეს [მამუკა მდინარაძე] – ეს კითხვა ისმის, მაშინ როდესაც მთავარი საკითხი არის, რომ კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ყოველდღიურ კოორდინაციაზეა საუბარი, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებობს გამოწვევები და ძალები, რომლებსაც უნდათ რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. სამართალდამცავი ორგანოები ყოველდღიურ რეჟიმში იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ადამიანების უფლებებს, უსაფრთხოებას“, – განმარტავს გორდულაძე.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები