ეკა სეფაშვილი: ბოკერიამ უკვე აღიარა, რომ ეს კანონი არ არის მნიშვნელოვანი, მათ მხოლოდ გადატრიალება უნდათ
რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი მიზნების შესასრულებლად ის ხალხი გამოიყვანა, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს სტაბილური განვითარება ევროპული ინტეგრაციის გზით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„ბოკერიამ უკვე აღიარა, რომ ეს კანონი არ არის მნიშვნელოვანი, მათ მხოლოდ გადატრიალება უნდათ და როგორც წინა, ასევე, ამ შემთხვევაში ისტორია მეორდება. მათ გამოიყვანეს ის ხალხი, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს სტაბილური განვითარება ევროპული ინტეგრაციის გზით, ეს ხალხი გამოიყვანეს თავიანთი მიზნების შესასრულებლად და მათი მიზანია ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის ომში ჩართვა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ფოკუსი მთლიანად იყოს მხოლოდ რეჟიმის შეცვლაზე – მხოლოდ ეს არის გამოსავალი ჩვენი ვითარებიდან“.