აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს – მშვიდობიანი პროტესტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე ტელეფონით ესაუბრა.

„ვესაუბრე საქართველოს პრემიერმინისტრს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიული განვითარებაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს – მშვიდობიანი პროტესტი“, – წერს დერეკ შოლე “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები