თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.უშიშროების ძალები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, ე.წ.უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
გაგლოევის პრესმდივნის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურები მსახურების გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა.
აღნიშნულია, რომ ეს ხდება „საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით”.
მანამდე, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მარტში აშშ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდება.