“ჩვენი ინფორმაციით, აშშ მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდება” – არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ მარტში აშშ “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდება”.
ამის შესახებ მან Sputnik-ს განუცხადა.
„აშშ კიდევ ერთხელ უშვებს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდებიან. ეს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის რისკებს ქმნის”,- თქვა მან.
არძინბამ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული პოლიტიკის მთავარი მიზანი – სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნაა.