ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარეს, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დამაკავშირებელ ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ზვავსაშიშროების გამო 5 მარტიდან არის ჩაკეტილი.

“ტრანსკავკასიური მაგისტრალის სამხრეთის მონაკვეთზე, ძაუს რაიონის სოფელ ბაგიათაში ზვავი ჩამოწვა. საგზაო სამსახურებმა გზის გაწმენდა დაიწყეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები