აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ ბიჭვინთის აგარაკების ხელშეკრულებაში უზუსტობა გამოავლინა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საკუთრებაში ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ხელშეკრულების კანონთან შესაბამისობის შემოწმება დაასრულა.

როგორც გაირკვა,”ბიჭვინთის აგარაკების” ფაქტობრივი მისამართის საკოორდინატო პუნქტები ხელშეკრულების დანართში მითითებულ გეოგრაფიულ კოორდინატებს არ შეესაბამება.

უზუსტობაზე პასუხისმგებელი ე.წ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტია.

დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, რადგან შეთანხმება ძალაში ჯერ არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები