სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღში ცეცხლი გახსნეს
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ოლიმპიური ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. სომხური წყაროების მიხედვით, გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყარაბახის მიმართულებით, აზერბაიჯანმა 50-ჯერ დაარღვია. ანალოგიური ბრალდებებით გამოდის ოფიციალური ბაქოც. ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთმა 49-ჯერ დაარღვია შეთანხმება, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა.