ოკუპირებულ აფხაზეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 142%-ით გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთსა და თურქეთს შორის 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 142%-ით, ანუ 2 მილიარდ 671,2 მლნ რუსული რუბლით გაიზარდა და 4 მილიარდ 544,6 მლნ რუბლი შეადგინა.
ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალიას ლაბახუამ განაცხადა.
ჯამურად, გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მთლიან საგარეო ვაჭრობაში თურქეთმა 11% შეადგინა.
ექსპორტმა 1 მილიარდ 597 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა, რაც 1 მილიარდ 141,7 მილიონით მეტია 2021 წელთან შედარებით.
იმპორტმა 2 მილიარდ 946,7 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც 1 მილიარდ 529,5 მილიონი რუბლით მეტია 2021 წელთან შედარებით.