ეკა სეფაშვილი: ნედ პრაისს მოვუწოდებდი, დაწვრილებით გაეცნოს ინფორმაციას ჩვენს კანონზე, კონკრეტული არგუმენტები დაასახელოს

ნედ პრაისს მოვუწოდებდი, უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ასევე, გაეცნოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს საქართველოს მიმართ, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

“ნედ პრაისს მოვუწოდებდი, უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ასევე, გაეცნოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს საქართველოს მიმართ, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან და დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები, რით უშლის ხელს მეტი გამჭვირვალობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები და არა ასეთი ზოგადი და მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს”, – თქვა სეფაშვილმა.

ცნობისათვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა,რომ ამერიკული კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნებისმიერი, ვინც მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები