ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია

მე ვთვლი, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტურად ამაზრზენი მოქმედებები. ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მათთვის დემოკრატია არაფერია, გარდა სიტყვებისა და რეალურად ისინი მზად არ არიან შინაარსიან დებატებში მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია.

„ისინი ამ ქმედებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები