პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, ,,ცისფერი ტრიოს” სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს თამაზ სეფერთელაძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ,,ცისფერი ტრიოს” სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.