ერგნეთში IPMR-ის 111-ე შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPMR) სამუშაო ჯგუფის 111-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

სუს-ის საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

“დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაშია ჩვენი 5 თანამოქალაქე და მათი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. გორის მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული უკანონო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა”, – თქვა ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან.

უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ. ბოლო შეხვედრა ერგნეთში იანვარში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები