“ერგნეთში დღეს უსაფრთხოების საკითხებს განვიხილავთ” – ეგორ კოჩიევი
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფორმატში მორიგი შეხვედრა დღეს, 2 მარტს ჩატარდება, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოადგილემ პოსტკონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ეგორ კოჩიევმა.
კოჩიევის თქმით, დღის წესრიგი უცვლელი დარჩება – მთავარი საკითხი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსური მხარე უკვე რამდენიმე წელია აყენებს, არის 2019 წლის აგვისტოს ბოლოს შექმნილი ქართული პოლიციის საგუშაგო.
„სამხრეთ ოსეთი საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ პოსტის მოხსნაში ხედავს. ასევე, შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, მოხდება რეგიონში არსებული ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა“, – აღნიშნა მან.