ირაკლი ღარიბაშვილი: სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას.
„სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. ჩვენი ლოცვა და ფიქრები ახლა მიმართულია მათკენ, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ დღეს. გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
I offer my sincere condolences to Prime Minister @kmitsotakis over the tragic collision of trains in 🇬🇷 claiming the lives of many people & injuring dozens. Our thoughts and prayers go out to those who lost their loved ones. 🇬🇪 stands beside 🇬🇷 in this time of grief.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 1, 2023