რევაზ ჯაველიძე – თურქეთში პრემიერის ვიზიტზე: შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს

ცოტა ხნის წინ დასრულდა ძალიან თბილი შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ თურქეთში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, ის ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში ხორციელდება.

„სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, ის ეკონომიკური პროექტები, რომლებიც დღეს ხორციელდება რეგიონში. ასევე, განიხილეს სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო ინტენსიფიკაციის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო ბრუნვას მიეღწია სამი მილიარდი დოლარისთვის და გასულ წელს სწორედ ამ ნიშნულზე მივიდა ჩვენი ურთიერთობები,“- აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ.

მისივე განცხადებით, ხვალ პრემიერის ხელმძღვანელობით დელეგაცია თურქეთის სამხრეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გაემგზავრება.

„ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და რეგიონში მიმდინარე პროცესები, აგრეთვე, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დელეგაცია ხვალ მიემგზავრება თურქეთის სამხრეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში, სადაც ასევე შესაძლებლობა გვექნება შევხვდეთ ჩვენს მაშველებს,“- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები